ტიკარაძე: ეტაპობრივად შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტები

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სპეციალურ ბრიფინგზე ტესტებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ტესტების შესყიდვას სრულად აფინანსებს.

მისივე განცხადებით, ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის გავლილი.

„მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელების გაფართოება, როგორც ცხელების კლინიკებად და კოვიდ კლინიკებად, სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომლებიც არის მიღებული ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და კონსულტაციები გავლილია NCDC-სთან და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს დეპარტამენტის სააგენტოში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„რაც შეეხება ტესტების რაოდენობას ეს რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვიანიდან თქვენ იცით საკმაოდ დიდი ქსელი არის გაშლილი სადაც ხდება კლინიკებში პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე მარაგების რიცხვი არის ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტები. ის დაანონსებული რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული ყველანაირი შეფერხების გარეშე ჩამოდის ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ის მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს ჩვენი მოსახლეობისთვის შესასრულებლად აუცილებლად იქნება დაცული“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები ჩაერთვებიან ტესტირებაში
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა კვლავ პლაქვენილით გაგრძელდება