თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა კვლავ პლაქვენილით გაგრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა კვლავ პლაქვენილით გაგრძელდება.

„ზოგადად, საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი მდგომარეობა – სულ 511 ინფიცირებულია. სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ამჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. ეს მიუთითებს, რომ მმკურნალობის ტაქტიკა სწორია. ჩვენთან მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში, ერთიანი სქემით. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით წყდება, რადგან კოვიდი ახალია. გვიხდება გზადაგზა მივიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები – ჯერჯერბოით წარმატებით.

მისივე თქმით, რაც შეეხება გაიდლაინში მოხდა თუ არა ცვლილება ძირითადი მედიკამენტის – „პლაქვენილის“ თვალსაზრისით, ეს ცვლილება არ მომხდარა.

„პალქვენილის“ ცვლილება არ მომხდარა. ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმების, ექსპერტებისა თუ ცალკეული მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომ „პლაქვენილი“ შესაძლოა, არ იყოს ისე ეფექტური კოვიდინფექციის დროს, როგორც ეს თავიდან ეგონათ. ასეთი კვლევები ნამდვილად დაიდო, თუმცა ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, რომელიც მთავარი ორგანოა მსოფლიოში, რომელიც საკითხს წყვეტს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული რომელი დაავადების დროს, თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია, რომელიც გამოიტანა 28 მარტს. ამ გადაწყვეტილებაში რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან ერთადერთი მხოლოდ – „პლაქვენილს“ მისცა. შესაბამისად, ვიდრე ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო არ გადახედავს შეხედულებას, ის კი მხოლოდ მაშინ გადახედავს, თუ მიიღო ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, რომ რომელიმე სხვა მედიკამენტი მასზე უკეთესია, მანამდე საქართველოს გაიდლაინში შესწორება არ იქნება შეტანილი და „პლაქვენილი“ კვლავ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად.

მითუმეტეს, რომ კვლევის ნეგატიური შედეგების პარალელურად იდება ახალ-ახალი პოზიტივები „პლაქვენილის“ მიმართ. მაგალითად, შვეიცარიაში, ჟენევის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტებმა დაიწყეს ძალიან დიდბიუჯეტიანი კვლევა „პლაქვენილის“ გამოყენებაზე არათუ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის. ეს მედიცინაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კერძოდ, ექნებათ ორი ჯგუფი – საკონტროლო ჯგუფი და ჯგუფი, რომელიც „პლაქვენილს“ მიიღებს. „პლაქვენილს“ მისცემენ იმ პირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ავადმყოფებთან. შემდეგ დააკვირდებიან, „პლაქვენილმა“ დაიცვა თუ არა პაციენტები დაინფიცირებისგან. თუ ამ კვლევამ დადებითი შედეგი მოიტანა, ეს იქნება უზარმაზარი გადადგმული ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვნად განაპიროს ეპიდემიის მაშტატებების შემცირება“, – განმარტა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე.

„მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა, ამ მხრივ დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: ეტაპობრივად შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტები
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა