თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის დელეგაცია იტალიასა და სან-მარინოში იმყოფებოდა

DynPicWaterMark_ImageViewerთვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ალან კოჩიევი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიასა და სან-მარინოში. როგორც ამ უწყების პრესსამსახური იუწყება, კოჩიევმა გამართა შეხვედრები ორი რეგიონის – მარკეს და ვენეტოს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „შეხვედრებზე განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი“ – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში. ქალაქ პეზაროში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩოჩოევმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარეული რესპუბლიკის დელეგაცია იტალიაში პირველად 2013 წ. ჩავიდა. მან თხოვნით მიმართა იტალიის ხელისუფლებას აღიარების შესახებ, თუმცა პასუხი არ მიუღია. 2016 წ. მარტში რომში გაიხსნა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტომ განაცხადა, რომ მას დიპლომატიური სტატუსი არ გააჩნია.მიუხედავად ამისა, ცხინვალელი პოლიტიკოსები პერიოდულად მაინც ჩადიან იტალიაში და მართავენ შეხვედრებს რეგიონებში.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე : პაატა ბურჭულაძე კი ჩემი კალთის უკან იმალებოდა
შემდეგი სტატიაწვერებიანი ქალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა