თურქეთში “ვიკიპედია” დაბლოკეს

თურქეთის მთავრობამ ონლაინ-ენციკლოპედია “ვიკიპედიაზე” წვდომა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაბლოკა – ინტერნეტის მონიტორინგის საზოგადოებამ Turkey Blocks-მა გაავრცელა. გადაწყვეტილება თურქეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კავშირის საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
“ვიკიპედიის” დაბლოკვის ოფიციალური მიზეზები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ვიკიპედიის” უცნობმა მომხმარებელმა თურქეთის პრეზიდენტზე ინგლისურენოვანი სტატია შეცვალა. “რეჯეპ ტაიპ ერდოღანი – თურქი დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 2014 წლიდან მართავს” – ეწერა სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონი სახლში დაეცა და ტუჩი გაიხეთქა
შემდეგი სტატიამოგერინის თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება