(video) თურქეთში სამხედროებმა მთავრობის შენობის დაკავების შესახებ განაცხადეს

სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. აეროპორტთან მობილიზებულია ტანკები.

ამასთან მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელწმიფო ტელე-რადიოკომპანიამ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდლეობის შესახებ განაცხადა.

თვითმხილველთა თქმით ამჟამად ანკარას თავზე გამანადგურებლები და სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ.

სტამბოლში სამხედროებს ხიდები აქვთ დაკეტილი. კერძოდ, ბლოკირებულია სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავშირებელი ხიდები ბოსფორის სრუტეზე.

https://youtu.be/kJqIA4dL1cE

banner
წინა სტატიაშისამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
შემდეგი სტატიაყველა საერთაშორისო შეთანხმება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც გაგრძელდება