თურქეთში რუსული სუ-24-ის პილოტის მკვლელი დაიჭირეს

თურქეთში რუსული სუ-24-ის პილოტის მკვლელი დაიჭირეს

თურქეთში რუსული სუ-24-ის პილოტის მკვლელი დაიჭირესთურქეთში დაიჭირეს ალპარსლან ჩელიკა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული სუ-24-ის პილოტი მოკლა – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ჩელიკა გუშინ საღამოს იზმირის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, სადაც სირიაში მყოფ ადამიანებთან ერთად სადილობდა. სულ 15 ადამიანია დაკავებული. ჩელიკა დაკითხვაზეა.
სამართალდამცველები რესტორანში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოცხადდნენ, რომ შენობაში შეიარაღებული პირები იმყოფებიან. ეჭვმიტანილები გაჩხრიკეს, მათგან კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და ორი რევოლვერი ამოიღეს ტყვიებთან ერთად.
2015 წლის 24 ნოემბერში თურქეთ-სირიის საზღვარზე, თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული გამანადგურებელი სუ-24 სირიის საჰაერო სივრციდან ჩამოაგდეს. პილოტებმა კატაპულტირება განახორციელეს, თუმცა, ეკიპაჟის მეთაური მიწიდან დაიცხრილა. ის გარდაიცვალა. შტურმანი გადარჩა. მომხდარიდან მალე გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩელიკი ამბობს, რომ მან და მისმა მეომრებმა გაუხსნეს ცეცხლი პილოტებს.
ჩელიკი თურქეთის მოქალაქეა.