თურქეთი უკრაინას “ირანული კამიკაძეს” მოგერიებაში დაეხმარება

თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის დრონები, მალე წინაააღმდეგობას გაუწევენ ირანულ კამიკაძეს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, საჰაერო რაკეტების გამოყენებით, თავდასხმისთვის იყენებს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იტყობინება.

“მალე ჩვენს Bayraktar TB2-ს და Akinci-ს ექნებათ საჰაერო რაკეტები, არა მხოლოდ დრონების, არამედ სხვა მტრის თვითმფრინავების გასანადგურებლად. ჩვენ ვატარებთ ჩვენს ტესტებს”, – თქვა Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა SAHA Expo თავდაცვის გამოფენაზე სტამბოლში.

მან ასევე გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება Baykar-სა და თურქულ სარაკეტო გიგანტს Roketsan-ს შორის Sungur-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტის ინტეგრაციის შესახებ

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში ხიდი ააფეთქეს
შემდეგი სტატიარუსებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის სასაფლაო დაბომბეს (ვიდეო)