თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნატო-ში ჩვენს გაწევრინებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები ნატო-ს მოკავშირეებთან უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეთანხმდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინეთი გულდასმით ეკიდება თურქეთის წუხილს ტერორიზმის რისკებთან დაკავშირებით და გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვეს და ნატო-ში განაცხადი შეიტანეს. ორი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგობდა.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის