თურქეთი აუქმებს ავიარეისებს ერაყის ქურთისტანში

29 სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანიები აუქმებენ რეისებს ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ მხარეში. ამის შესახებ წერს თურქული გაზეთი “Milliyet”-თი. გაზეთი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის მთავრობამ ქურთისტანში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელმაც დადებითი პასუხი გასცა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მიიღო გადაწყვეტილება დახუროს საჰაერო სივრცე ქურთისტანის ავტონომიაში. პირველი ვინც გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას იყო ლიბანი, ახლა კი მას უკვე თურქეთიც შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ესპანეთის ერთიანობის მომხრეა
შემდეგი სტატიასტამბულში უხვი ნალექი მოვიდა