თურნავა – მზად ვართ განვიხილოთ, ღამის კლუბების დასახმარებლად რა შეიძლება გაკეთდეს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სამინისტრო მზად არის, რომ კლუბების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს, რათა იმსჯელონ, შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით, რა შეიძლება გაკეთდეს სექტორისთვის.

თურნავას განმარტებით, ეპიდემიოლოგების შეფასებით, კლუბები ერთ-ერთი ყველაზე რისკის მატარებელი სექტორია, სწორედ ამიტომ დარჩა კლუბებზე შეზღუდვები.

“ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ, ღამის კლუბები ერთ-ერთი რისკის მატარებელ ჯგუფად მიიჩნევა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია, რომელიც კოვიდისგან დაზარალდა, მაგრამ ყველაზე დიდხანს როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდა.

მზად ვართ ჩვენ, კულტურის სამინისტროსთან ერთადა, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, შევხვდეთ, განვიხილოთ, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ”,- თქვა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმის აუცილებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას გააჯანსაღებს
შემდეგი სტატიაელისაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ძალიან უპასუხისმგებლოა