ელისაშვილი – დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმის აუცილებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას გააჯანსაღებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმის აუცილებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას გააჯანსაღებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კაცობრიობის ისტორიაში საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონეს ოპოზიციონერებისთვის, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ზეწოლებისგან დაცვის უფრო მაღალი გარანტიები ჰქონოდათ. ჩვენთან რომ ეს ძალიან დარბილებული და ძალიან ხელწამოსაკრავი იყო, ვნახეთ. ვნახეთ ისიც, რომ ერთ დეპუტატს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ მოუხსნეს იმუნიტეტი. ამას რა მოყვა, ეგეც ვნახეთ. ამისგან ოპოზიციონერები უფრო დაცულები უნდა იყვნენ. კარგია, რომ ოპოზიციის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოიხსნება იმუნიტეტი. ეს კარგია და გააჯანსაღებს ურთიერთობებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ პერსპექტივა უმჯობესდება
შემდეგი სტატიათურნავა – მზად ვართ განვიხილოთ, ღამის კლუბების დასახმარებლად რა შეიძლება გაკეთდეს