თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან - სრული ვერსია

თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მაუწყებლობის კანონი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, არის ქვეყნის ინსტიტუტებისთვის დამაზარალებელი.

თქვენ მომავალი ჟურნალისტები ხართ და იცით, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება. შესაბამისად, მედიას ისევე უნდა მოვეპყროთ და გავუფრთხილდეთ, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტს, როგორც სასამართლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ დააანონსა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
შემდეგი სტატიამარგველაშვილი : ანა დოლიძეს მოქმედი სააკაშვილის და ადეიშვილის არ ეშინოდა და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს