თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს სეზონს მთელ მსოფლიოში გახსნის – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში შეჭრის, დაშინებისა და ტერიტორიების დაკავების უფლება წინააღმდეგობის გარეშე მიეცემა, ეს მთელი მსოფლიოსთვის “სეზონის გახსნა” იქნება.

ამის შესახებ ბლინკენმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას ეწვევა.

“თუ დიდ ქვეყანას პატარა ქვეყნის დაშინებისა და მისი ტერიტორიების დაკავების უფლებას მივცემთ, მაშინ ეს სეზონს გახსნის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში”. – თქვა ბლინკენმა

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები თვლის, რომ მნიშვნელოვანია რუსეთს წინ აღუდგეს, რადგან უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს უქმნის საფრთხეს.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრემიერი – არასწორია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა
შემდეგი სტატიაარც მაშინ და არც ახლა, ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ მეპარება – მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე