თუ გაქვთ სურვილი, ეს უღირსი საქციელი, რაც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, დაგმოთ, გააკეთეთ კომენტარი – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა, სხდომაზე კანონპროექტი განიხილონ შინაარსობრივად და ვისაც ამის სურვილი არ აქვს, დატოვოს სხდომა.

ოხანაშვილმა მიმართა კომიტეტის სხდომაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შეაფასონ ალეკო ელისაშვილის ქმედება, როდესაც ის თავს დაესხა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძეს.

„ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, თუ გაქვთ სურვილი, ეს უღირსი საქციელი, რაც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, დაგმოთ, გააკეთეთ კომენტარი. ასევე, უფლებადამცველები რომ ზიხართ აქ, მიეცით შეფასება, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება უკიდურესად და უმკაცრესად პასუხგაცემული. ან შემოხვალთ შინაარსობრივ განხილვაში, ან რეგლამენტის სრული დაცვით, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის – მდინარაძე ელისაშვილზე