„თუ გაქვთ ერთი ადგილი, ბავშვებს თავი დაანებეთ, აქ ვარ, მხდალებო!“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ხვიჩა ნარმანიამ დატოვა. ნარმანია მოგვიანებით "რესპუბლიკურ პარტიაში" გაწევრიანდა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია გახდა, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე მოსთხოვა თანამდებობის დატოვება და სანაცვლოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეთი რწმუნებულის მოადგილედ დანიშნა.„გონს მოეგეთ! ვინ მოგცათ უფლება, ახალგაზრდები დააშანტაჟოთ?!“ – ასე მიმართავს „თავისუფალი დემოკრატების“ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის საკრებულოს ე. წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს.
„თქვენ, ბატონებო, მართლა დამოუკიდებელი გონიათ თავი? თქვენ ხომ „ქრთული ოცნების“დამატებითი მონაპოვარი ხართ! – წერს ჟორჟოლიანი „ფეისბუქში“ და საკრებულოსში სოფელ უშაფათის წარმომადგენელს ახსენებს, – 8 ოქტობრის მერე 9 ოქტომბერი მოდის… ცეცხლს ეთამაშებით! ომი გინდათ?! – ომს მიიღებთ, ბავშვებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ ერთი ადგილი, აქ ვარ, მხდალებო! როგორ უნდა დააშანტაჟო ბავშვი, თუ არ დაანებებს თავს პოლიტიკურ აქტივობას დააბეზღებენ და მოუხსნიან სოციალურ დახმარებას? აბა, მიდით მოუხსენით, თუ მაგრები ხართ!“

banner
წინა სტატიაშიგენერალი პეტრ პაველი: საქართველო ნატო-ს სულ უფრო უახლოვდება
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: რესპუბლიკელები პოლიტიკური არენიდან გაქრნენ და ამით დაისაჯნენ