თინა ხიდაშელი გურამ გირგვლიანს და ია მეტრეველს მიმართავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 1, 2018 21:02

თინა ხიდაშელი გურამ გირგვლიანს და ია მეტრეველს მიმართავს

“თხოვნა, ვედრება გურამ გირგვლიანს და ია მეტრეველს

ორი დღეა ამაზე ვფიქრობ და მაინც გადავწყვიტე მოგმართოთ.
ჩემო ძალიან ძვირფასო ია და ბატონო გურამ.
ვნახე თქვენი განცხადებები, ტკივილით და თანაგრძნობით სავსე. იმავდროულად გულისტკივილით სავსე, რომ ის ადამიანები ვისაც თქვენი შვილების მკვლელობაში სდებთ ბრალს, ვინც იმ მკვლელებს ინახავდა, იფარავდა და ამართლებდა დღეს რუსთაველის გამზირზე დგანან.
მეც გეთანხმებით. მეც მტკივა გული და სიბრაზით მევსება, მაგრამ ზუსტად ვიცი და ბევრი მიზეზის გამო თავს უფლებას ვაძლევ ასე საჯაროდ მოგმართოთ, რომ სწორედ თქვენი იქ, იმ მოედანზე, ზაზა სალარიძის გვერდით დგომა არის ერთადერთი და უმთავრესი გარანტი რომ თქვენი შვილების მკვლელები და მკვლელობის მფარველები ვერასოდეს დაბრუნდნენ ქვეყანის სათავეში, ვეღარ ბედავდნენ მორალი გვიკითხონ.
თქვენდამი სიყვარული და უზარმაზარი პატივისცემა, თქვენი ტკივილის ჩმად ქცევა მაძლევს უფლებას დღეს ასე, საჯაროდ მოგმართოთ. დაეხმარეთ ზაზას, დაეხმარეთ სიმართლე იპოვოს, დამნაშავე დაისაჯოს და იმ დემონებისგან გათავისუფლდეს რუსთაველის გამზირი, რომლებიც ისევ ცდილობენ ჩვენს ყოველდღიურობაზე გაბატონებას”-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 1, 2018 21:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics