„თქვენ თვითონ არ იცით, აქ თქვენში მომავალი მერაბ კოსტავაა, ზვიად გამსახურდიაა თუ ქეთევან წამებული” – გივი სიხარულიძე

„მე გუშინ აქ მომიყვანა სარალიძის თვალებზე ცრემლებმა, რომელიც ღაპაღუპით მოსდიოდა, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ტიროდნენ,“- ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მსახიობმა, გივი სიხარულიძემ გააკეთა.

მან აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. გივი სიხარულიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

„თქვენ თვითონ არ იცით, აქ თქვენში მომავალი მერაბ კოსტავაა, ზვიად გამსახურდიაა თუ ქეთევან წამებული,“- განაცხადა გივი სიხარულიძემ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი გურამ გირგვლიანს და ია მეტრეველს მიმართავს
შემდეგი სტატია“მე მაგათი დაცვა არ მჭირდება” – სარალიძის პასუხი შსს-ს