სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ასევე გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი – მიზეზი “ოცნების” დეპუტატებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება გახდა.
“სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გამოიყვანა.
გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან პირდაპირ ამბობს, რომ სხდომათა დარბაზში ახლა მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენლები რჩებიან, რომლებიც ივანიშვილის დავალებით “მოღალატეობრივ აქტს” აღასრულებენ.
ჩაიკეტნენ მარტო იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც მათ დაავალა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოში ავტორიტარიზმი არასდროს არ იქნება. თავისუფალ ქართველ ერს ვერავინ ვერ დაუპირისპირდება. ეს ნაძირლები, მოღალატეები ვერასდროს ვერ გაგვხლეჩენ. ერი და ბერი ერთიანია. ყველანი აქციაზე შევიკრიბოთ და აუცილებლად დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა”, – ამბობს ვაშაძე.