თეთრი სახლი კოსმოსურ მარათონში ჩაერთო

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ასტრონავტებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რომ უახლესი ხუთი წლის მანძილზე მთვარეზე მოხვდნენ. “ტვიტერში” პენსმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა შესაბამისი განკარგულება ნასას დირექტორს ჯიმ ბრაიდენშტაინს უკვე გადასცა. ჰანტსვილის სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, პენსმა აღნიშნა, რომ ადრე ნასა მთვარეზე გაფრენას 2028 წლისთვის აპირებდა, თუმცა, ეს ვადა “არასაკმარისად კარგია”.
“ჩვენი ადმინისტრაციის ოფიციალური პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტები უახლესი ხუთი წლის მანძილზე დაბრუნდნენ. ვიღაც იტყვის, რომ ეს ძალიან რთულია, ძალიან სარისკოა, ძალიან ძვირია. იგივეს ამბობდნენ 1962 წელსაც” – პენსმა თქვა – წერს “ბიბისი”.

ორშაბათს რუსული “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მთვარეზე საერთაშორისო სამეცნირო ბაზის შექმნაშია დაინტერესებული. “2025 წლიდან მთვარეზე გაფრენებია დაგეგმილი. 2029 წელს – მთვარეზე ახალი უპილოტო ხომალდი გაფრინდება. 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია მთვარეზე დაშვება, 2031 წლისთვის კი – მთვარეზე ეკიპაჟის გადმოსხმა” – სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია “ენერგიის” ხელმძღვანელმა ვლადიმირ სოლნცევმა თქვა.

banner
წინა სტატიაში“შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო” – გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის ე.წ. შავ სიას კიდევ ერთხელ ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაშეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ინსტრუქციებზე საუბრისას – ნინო წილოსანი ბესელიასთვის შეცდომით გაგზავნილ SMS-ზე საუბრობს