თეთრ სახლში ,,კაპ-რემონტი,, დაიწყო (ფოტო-ვიდეო)

აშშ-ს საპრეზიდენტო რეზიდენცია თეთრი სახლი კაპიტალური რემონტის გამო დაიხურა.
როგორც ,,ამერიკის ხმა,, იუწყება, რემონტის მიზეზი გახდა აუცილებლობა: ასეთი ღონისძიება თეთრ სახლში 1940 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და ზოგიერთი კონსტუქცია, განსაკუთრებით კი – საინჟინრო კომუნიკაციები საკმაოდ მოძველდნენ.
სარემონტო სამუშაობზე დაკავებულ სამშენებლო საქმის ოსტატებს, ელექტრიკოსებს, სანტექნიკოსებს, დეკორატორებსა და კომპიუტერის სპეციალისტებს, ხელი რომ არ შეშლოდათ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც თვითონ აცხადებს ,,სამუშაო შვებულებაშია,, გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, დასვენების პარალელურად, კვლავ აგრძელებს სახელმწიფოს მეთურის ფუნქციას. ტრამპი ამჟამად ნიუ ჯერსიში, საკუთარ გოლფ-აგარაკზე იმყოფება.
მოგეხსენებათ, რომ თეთრი სახლი 6 სართულისაგან შედგება, სადაც საწყისი 2 სართული უფანჯრო ,,ცოკოლზეა,, განლაგებული, მესამე-მეოთხე სართულებზე ოვალური კაბინეტი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიღებების ზონაა განთავსებული, ხოლო ზედა 2 სართულზე პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი რეზიდენციაა. ამჟამად ყველა სართულზე რემონტი მიდის.

 

 

banner
წინა სტატიაშითურქეთში მაგნიტუდით 4,7 მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაერდოღანმა საკუთარი ტიტულიდან სიტყვა ,,რესპუბლიკა,, ამოიღო