თელავში სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი დააკავეს

თელავში, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ეზოს შესასვლელის ბლოკირებისთვის “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, ტორესა მოსი დააკავეს. ის სუს-ის შენობასთან საკუთარი მანქანით მივიდა.

სამართალდამცავები მას მოუწოდებდნენ, დამორჩილებოდა, რადგან უთხრეს, არ შეიძლებოდა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირება. თორესა მოსს მანქანის კარები ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავებმა ის საბარგულდან შეღწევით გახსნეს.

მართალია, მას პოლიციამ არ მისცა მედიასთან საუბრის საშუალება, თუმცა ის რამდენიმე მოთხოვნას აყენებდა, რომელიც მანქანის მინებზე ჰქონდა გამოკრული:

საპარლამენტო არჩევნებზე 2-პროცენტიანი ბარიერი;
გაზაფხულზე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები;
სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.
თელავში სუს-ის შენობასთან გაჩერებული მანქანა სამართალდამცავებმა ევაკუატორით გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე მანქანით სუს-ის შესასვლელიდან ევაკუატორით გაიყვანეს
შემდეგი სტატიამარგველაშვილი – რუსებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა