ზურა ჯაფარიძე მანქანით სუს-ის შესასვლელიდან ევაკუატორით გაიყვანეს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მანქანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელიდან ევაკუატორით გაიყვანეს. ამ დროს პარლამენტის დეპუტატი მანქანაში იჯდა.

როგორც პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, ისინი მივიდნენ ჯაფარიძესთან, რომელიც მანქანაში იჯდა, თუმცა კონტაქტზე არ გამოვიდა, რის გამოც მისი გაყვანა ევაკუატორით გადაწყვიტეს.

ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრები სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს.

პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.

როგორც ამბობენ, მიზანი დაუმორჩილებლობაა.

მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით:

“სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში”.

თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი მოიყვანეს ევაკუატორი, რათა ადგილიდან მანქანაც გადაიტანონ.

სავარაუდოდ, დაკავებულები არიან ბადრი გრიგალაშვილი და გიორგი ფუტკარაძეც.

თიბლისში სუს-ის შენობასთან მანქანით პარტიის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იდგა. ის კომენტარს არ აკეთებად, მისი მანქანის საქარე მინაზე კი წარწერაა: “მიმართეთ პრეს ცენტრს”.

დღევანდელი აქციით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა 10 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, როცა სუს-ის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე ერთ საათში 44 ადამიანი დააკავეს, თან ისე, რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. ადამიანებს პოლიციის მანქანაში ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც სვამდნენ.

პოლიციის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები სუს-ის შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონით აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიპირდაპირ ასე თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დაუშვებელია უკრაინის მოქალაქის წამება – მარია ბარაბაში
შემდეგი სტატიათელავში სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი დააკავეს