თედო ჯაფარიძე უშიშროების საბჭოს სხდომას სავარაუდოდ ვერ დაესწრება

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის საკითხს ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ცნობილია, თედო ჯაფარიძე სტრასბურგში იმყოფება, რის გამოც შესაძლოა საბჭოს სხდომას ვერ დაესწროს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით სხდომაზე დასწრებას გეგმავს პრემიერმინისტრი. ამ გადაწყვეტილებას მიესალმება უმრავლესობის დეპუტატი. თედო ჯაფარიძემ კომენტარი უშიშროების და კრიზისების მართვის საბჭოების გადაკვეთის საკითხზეც გააკეთა.

„ამ ორ სტრუქტურას სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. რა თქმა უნდა, გადაკვეთა არის და ეს უხერხულობა ჩემთვისაც საკმაოდ მიუღებელია, მაგრამ ეს ორი სტრუქტურა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და აქვთ თავისი კონკრეტული ფუნქციები,“ – განმარტა თედო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს
შემდეგი სტატია“ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება”- ხიდაშელი ქანთარიას გამოეხმაურა