თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა პატიმარმა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – როდესაც საქმე ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილებას, არსებობს დიალოგის საჭიროება