კარლ ჰარცელი – როდესაც საქმე ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილებას, არსებობს დიალოგის საჭიროება

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2019 14:14

კარლ ჰარცელი – როდესაც საქმე ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილებას, არსებობს დიალოგის საჭიროება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროგაერთიანება საქართველოს რუსეთთან დიალოგს მიესალმება.

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ იორკში შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა გაერთიანების ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა.

„თქვენ ალბათ ნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც ახდენს ფაქტის კონსტატაციას, რომ ჩვენ მივესალმებით დიალოგს, რადგან გვჯერა, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილებას, არსებობს დიალოგის საჭიროება, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პოზიციას მოისმენენ და თავიდან იქნება აცილებული სიტუაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვხედავთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებების შესახებ დასმულ შეკითხვას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის ელჩია და როგორც წესი, ნატო-ზე არ აკეთებს ხოლმე კომენტარს.

„მინდა, უბრალოდ აღვნიშნო, რომ ყველა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს თავად იღებს. ეს მათი უფლებაა. ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა არის ნატო-ს წევრიც. ასე რომ, პასუხი მე მგონი ნათელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2019 14:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics