თეა წულუკიანი: ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს

საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი, განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად თანამდებობისა, ვიქნებით ბოლომდე ჩართული იმისათვის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში შევძლოთ იმ ხაზის გაგრძელება რაც დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის კვლავაც ერთად ბრძოლა და შრომა საქართველოს წარმატებისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დემოკრატიის მშენებლობა, ეკონომიკურ აღმასვლაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ოკუპაციის პირობებში. იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველო. ამიტომაც, ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ შრომას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის შემდეგ საქართველო იყოს კიდევ უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და გამთლიანებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნებამ“ 30 წარმატებული, ღირსეული, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები წარადგინა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო