მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნებამ“ 30 წარმატებული, ღირსეული, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად 30 წარმატებული ადამიანი დაასახელა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ნაწილი არის ახალი სახე, ნაწილი კი „მძიმეწონიანი პოლიტიკოსია.

„ეკონომიკა, განათლების, რაც შეიძლება სწრაფად გავნითარება, განათლების სფეროში ინვესტირება, დეოკუპაცია რა თქმა უნდა, ევროპული ოჯახის წევრობა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ უფრო მეტი ძალით და დინამიკიით ამ ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და ისინი თითოეული შეგიძლიათ გადახედოთ არის ღირსეული ადამიანი და საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობს. შემთხვევით არ გვიხსენებია მძიმეწონოსანი პოლიტიკოსები, მათ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები და არიან ისეთებიც, 2012 წლიდან რომ მოყვებიან „ქართულ ოცნებას“, გუნდის ღირსეული ძველი წევრები არიან, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები და მათი სინთეზი მიდის იქით, რომ ჩვენ გვაქვს გათვლა გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს საქართველოს პარლამენტს და თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებას,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული და რაც მთავარია სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩვენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს