თბილისში რამდენიმე დღის გაუჩინარებულ 37 წლის კაცს ეძებენ

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე 37 წლის კაცი გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, დავით ბერაია რამდენიმე დღეა, სახლში არ მისულა.

ახლობლების თქმით, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.

„ვეძებთ 37 წლის მამაკაცს, ბოლო ჩაცმულობა ასახულია პირველ ფოტოში, ასევე ვდებ „სვირინგიან“ ფოტოს, რათა იდენთიფიკაცია გამარტივდეს. ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად “13” აქვს გამოსახული. სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და გამოიყურება არაჰიგიენურად, რადგან სახლში არ ყოფილა რამდენიმე დღეა. განცხადებულია პოლიციაში. ეძებს სამძებრო და საგამოძიებო სამსახური. გთხოვთ, თუ ვინმე სადმე შენიშნავთ ფოტოზე არსებულ პიროვნებას, დაუყოვნებლივ დარეკოთ 112 ში, სახელი და გვარია დავით ბერია”, – წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ევროპის სახალხო პარტიას მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაფოტიგას ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს