თბილისში 500 ცალი პლასტმასის ცეცხლგამძლე ნაგავშემკრები კონტეინერი გადანაწილდება

თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, თბილისში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება გრძელდება.

პირველი ეტაპისთვის, „თბილსერვის ჯგუფმა“ 500 ცალი პლასტმასის – ცეცხლგამძლე ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომლის განთავსება ეტაპობრივად ხორციელდება.

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ წლის ბოლომდე დაგეგმილი აქვს კიდევ დამატებით 2000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენა-განთავსება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალმა დემოკრატებმა” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაკრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზი მასობრივად კვდება