თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

unives14 დეკემბერს, უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამას ავტორიზაცია მიანიჭა.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის საშუალება ექნებათ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.
«ამ პროგრამის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე კონკურენციის პირობებში, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, მოიზიდოს სტუდენტები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, – აცხადებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი რამდენიმე თვის წინ, ირანის საელჩოს უშუალო მხარდაჭერით, ირანის ისლამური სახელმწიფოს განათლების სამინისტროს მიერ იქნა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან აღიარებულ ხუთ უნივერსიტეტს შორის მოხვდა.
«ყოველივე ამან უნივერსიტეტს მისცა სტიმული, ეს პროგრამა მოემზადებინა. ვფიქრობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ სტუდენტები ირანიდან, უშუალოდ ფერეიდანიდან, ასევე, აფრიკიდან, პაკისტანიდან, ინდოეთსა და სხადასხვა ქვეყნიდან. საამისოდ გვაქვს შესაბამისი ბაზა, როგორც თბილისში, ასევე, სიღნაღში. გარდა ამისა, შეგვიძლია, უცხოელი სტუდენტები საერთო საცხოვრებლით უზრუნველვყოთ», – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიცნობილია რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ – ინფორმაცია მძღოლებისთვის
შემდეგი სტატიათბილისის ქუჩები საახალწლოდ დღეს საღამოს განათდება