თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკითხვა მიმდინარეობს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაკითხვაზე შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მისმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განაცხადა, საუბარია 2014 წელს განხორციელებულ ძალადობაზე. ადვოკატის თქმით, მეუღლეები ერთმანეთს 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და შესაბამისად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში ხშირად მიდიოდა ბავშვთან ერთად. მისი თქმით, სწორედ ასეთი სტუმრობის დროს მოხდა ძალადობის ფაქტი.

„გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით. საუბარია, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე და არაერთხელ განხორციელებულ ძალადობაზე. ანა აპირებს, დეტალურად მისცეს ჩვენება გამოძიებას, ის დაასახელებს ყველა მოწმეს და ყველა ფაქტს. ანას სურვილია, რომ პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ეს დანაშაულები. კითხვაზე – რატომ დუმდა აქამდე, გეტყვით, რომ ამ კითხვის პასუხია ჩვენება, რომელსაც ანა მისცემს გამოძიებას, ძალადობა არის ძალიან სპეციფიკური. მსხვერპლი ყოველთვის არ არის მზად, ისაუბროს ამ საკთხზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, ის არ არის გასული.

„ანა ამბობს, რომ ძალადობა, რომელიც 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა, მისი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა და ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაზეც ხანდაზმულობის ექვსი წელი მოქმედებს. ანა ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, რაც არის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება საკითხს, რატომ იყო ის საგურამოში, ანას და დავითს დარეგულირებული ქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, პარასკევს და შაბათ-კვირას ანა ბავშვთან ერთად საგურამოში ადიოდა“, – განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
შემდეგი სტატიაგუშინ გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა