თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც თითქოს შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

რეალურად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეა გაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო.

რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად.

სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ.

ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება”,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგონივრული ეჭვი ჩნდება, რომ არეგისტრირებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათ აწყობთ – ხოშტარია
შემდეგი სტატიახობში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს