თბილისის მერი “ალილოს” მონაწილეებს შეუერთდა

თბილისის მერი კახა კალაძე ვარდების მოედანზე “ალილოს” მსველობის მონაწილეებს შეუერთდა და საჩუქრები გადასცა.

მერმა სრულიად საქართველოსა და ქართველ ემიგრანტებს დღევანდელი დღე მიულოცა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის დღესასწაული, ასევე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარეთ იმყოფებიან მივულოცო შობის დღესასწაული და ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს აღნიშნავს შობას.

შობა არის სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირანში ექს-პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს
შემდეგი სტატია2017 წელს თურქეთმა ექსპორტიდან 157 მილიარდი დოლარი მოიგო