2017 წელს თურქეთმა ექსპორტიდან 157 მილიარდი დოლარი მოიგო

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდიიმის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ ექსპორტიდან 157 მილიარდი დოლარი მოიგო.

,,ჩვენმა ეკონომიკამ ექსპორტიდან გასული  წელს 157 მილიარდი დოლარი მოიგო და მომავალ წელს ამ ციფრის 170 მილიარდამდე ვგეგმავთ,, აცხადებს თურქეთის პრემიერი.

ილდირიმის განცხადებით, ერდოღანის პარტიის 15 წლიანი მმართველობის პერიოდში თურქეთის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა და შედეგად, 2003 წელს თუ ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3 ათას დოლარს წარმოადგენდა, გასულ წელს ამ ციფრმა 11 ათას დოლარს მიაღწია.

,,ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა ზოგიერთების საშიშ თამაშების რომ არ  ანხორციელებდეს რეგიონში. ჯერ  ერაყი მიიყვანეს დაშლის პირას, შემდეგ სირია, ახლა კი ირანისკენ იშვერენ ხელს. ამ სამივე ქვეყნის სტაბილურობას თურქეთისთვის  დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ამიტომაც ვეწინააღმდეგებით ამ ქვეყნებში გარე ძალების ჩარევას. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იცავს თავის სამართალს და აქედან გამომდინარე მეზობელი ქვეყნების სამართლის დაცვასაც გააგრძელებს,, განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი “ალილოს” მონაწილეებს შეუერთდა
შემდეგი სტატია სირიაში ასადის არმიის უდიდესი საწყობი ააფეთქეს (ვიდეო)