თბილისის მასშტაბით 6 ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს

ბოლო ათი დღის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით ექვსი საბავშვო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს 50-ე, 169-ე, 145-ე, 111-ე, 109-ე და 131-ე ბაღის დირექტორები.

სააგენტოში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა:

„მონიტორინგის შედეგად ბაღებში რამდენიმე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, გამოვლენილია ფინანსური დარღვევები, თანხების არასწორი და არამიზნობრივი განკარგვა. დარღვევებია საქმისწარმოებასა და კვების რაციონში. მონიტორინგის შედეგად ბაღების ნაწილში გადამალული საკვები პროდუქტი აღმოაჩინეს“, – აცხადებენ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : ვაშაძემ საკუთარ განცხადებებში გადააჭარბა, პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს შეარბილონ, რადგან მუქარა აშკარაა
შემდეგი სტატიასაქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა კარგი სიგნალია ნორვეგიული ბიზნესისთვის – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი