თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგეგმება სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზმა მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიაჭერის ჩამონგრევის გამო ფოთის თეატრმა მუშაობა შეაჩერა