ჭერის ჩამონგრევის გამო ფოთის თეატრმა მუშაობა შეაჩერა

ფოთის დრამატულმა თეატრმა ყველა დაგეგმილი სპექტაკლი და ღონისძიება გააუქმა. მიზეზი, გუშინ შენობის ფოიეში ჭერის ჩამონგრევა გახდა. ჭერიდან დაზიანებული ნაწილები ამ დრომდე ცვივა.

დასის წევრები მიიჩნევენ, რომ შენობაში მუშაობა მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა. თეატრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და უკვე ავარიულ მდგომარეობაშია, მიზეზი კი, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

“გრძელდება ფრაგმენტების ჩამოყრა, იმიტომ რომ არის გაჟღენთილი წყლით. ფაქტია, რომ ყოველდღე იშლება ჭერი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სპექტაკლები. ხარჯთაღრიცხვა მერიას გაკეთებული აქვს. მგონია, რომ ეს ხარჯთაღრიცხვა არის მოცულობითი ის გიფსოკარდონი, რაც ჩამოვარდა ის მოცულობაა ნაანგარიშევი. მე ვფიქრობ, რომ საქმე უფრო რთულადაა, კონსტრუქციაშია შეცდომა, ამიტომ უნდა გადაიხედოს. არ ვიცი, როგორ გაკეთდება, მაგრამ ფაქტია, რომ გასაკეთებელია. არ შეიძლება აქ მაყურებლის შემოყვანა,“ – აცხადებს ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილი.

თეატრის დასი, შენობის უსაფრთხოების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას და მის სასწრაფო რეაბილიტაციას მოითხოვს. უცნობია, როდის დაიწყება შენობაში სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად გაურკვევლია, რა ვადით შეაჩერა ფოთის თეატრმა მუშაობა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაადვოკატი – დეკანოზთან ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ