თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაზების დაზიანების გამოა სენაკშია გაჩერებული

ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

“თაიმერის” ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაზების დაზიანების გამოა სენაკშია გაჩერებული.

უკვე მეორე დღეა სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარია. მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, დააზიანა ელექტრო სადენები.

https://youtu.be/kel5C4My07I

“600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს.

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა.

დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები. მაგალითად ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც მუშაობს სამმაშველო სამსახურთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზი, აღდგენით სამუშაოებზე. ანალოგიური სიტუაცია ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად,-აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩია

 

banner
წინა სტატიაშიამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი – კატასტროფაა – დეკანოიძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი და მასში აუცილებლად მოხვდება რატი ბრეგაძე – ხაჭაპურიძე