ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი – კატასტროფაა – დეკანოიძე

ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი – კატასტროფაა, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია ფიგურირებს.

მისი თქმით, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება მიუღებელია და მის შინაარსზე მსჯელობაც არის ამორალური.

„ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, ასევე, პოლიტიკა რომ განდევნილია საქართველოში ამის დასტური,”- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ოპოზიციის ნაწილი, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის სახელს ბევრი ოპორტუნისტი დაუკავშირდა.

„საერთოდ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირდა ბევრი ოპორტუნისტი, რომელმაც ტელევიზიაში და საჯარო სივრცეში გამოჩენა საკუთარი ოპორტუნისტული მიზნებით გამოიყენა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგუჩია: ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს
შემდეგი სტატიათბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაზების დაზიანების გამოა სენაკშია გაჩერებული