თბილისი პრაიდის პასუხი საპატრიარქოს – თვითონ არიან დესტაბილიზაციის წყარო

“თბილისი პრაიდის” გამართვის სრული უფლება აქვთ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს – ეს არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხია საპატრიარქოსთვის, რომელიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგება. მესამე სექტორი მიიჩნევს რომ საპატრიარქოს განცხადება პირდაპირი მუქარაა და მოწოდება ძალადობისკენ. არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ კონსტიტუციის ფარგლებში დაიცვას უმცირესობებს უფლებები.

პრაიდის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, შსს-ში მეორე შეხვედრა ჰქონდათ და მოლოდინი აქვთ, რომ პოლიცია დაიცავს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას.

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც მოუწოდებს ევროპარლამენტარებს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისგან. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს ვითარება, რომ ქვეყანას აარიდოს დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას კი გარდაუვალი შფოთი.

banner
წინა სტატიაშიზილფიმიანი – ყველაზე ნაკლებად როცა იყო საჭირო, თამარ ჟვანია მაშინ გადადგა
შემდეგი სტატიადღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ – ჯაფარიძე პრაიდზე