დღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ – ჯაფარიძე პრაიდზე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე თბილისში დაგეგმილ “ღირსების მარშს” ეხმაურება და წერს, რომ “თუ 5 ივლისს ქუჩაში გადიხარ, ამას არა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის აკეთებ.”

“თუ პირადი უსაფრთხოების ან პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საკუთარ სოციუმთან დისკომფორტის არ შექმნის გამო არ გინდა ამის დანახვა, მხარის არ დაჭერის მიზეზს ყოველთვის იპოვი. სულ ტყუილად გგონიათ რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და გარანტირებული ამ ქვეყანაში.

დღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ. 5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ – საკუთარი თავისთვის აკეთებ”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისი პრაიდის პასუხი საპატრიარქოს – თვითონ არიან დესტაბილიზაციის წყარო
შემდეგი სტატიაჩემი შესაძლებლობა ამას ვერ გაქაჩავს – ჭყონიას უარი მერობის კანდიდატურაზე