“თავისუფალი დემოკრატები” შექმნილ ვითარებაზე მსჯელობისთვის რესპუბლიკელებს მოლაპარაკებებს სთავაზობენ

alasania

თავისუფალი დემოკრატები შექმნილი ვითარების შესახებ მსჯელობისთვის რესპუბლიკურ პარტიას მოლაპარაკებებს სთავაზობენ.

პარტიის განცხადება ირაკლი ალასანიას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფალ დემოკრატებს რესპუბლიკელებთან დემოკრატიული სამართლებრივი სახელწმიფოს ღირებულებები აკავშირებთ, ამიტომ ქვეყენაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას სთავაზობენ.

„ჩვენ, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებების და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ, თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს აარიდებენ მათ მიერ აღიარებული დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

“ვიმედოვნებთ, რესპუბლიკური პარტია, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელწმიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლოების დაკანონებას.

“მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვნოთ არსებული ვითარებიდან გამოსავალი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში” მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს “- რესპუბლიკელები “თავისუფალ დემოკრატებს” პასუხობენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა