” მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს “- რესპუბლიკელები “თავისუფალ დემოკრატებს” პასუხობენ

რესპუბლიკური პარტია თავისუფალ დემოკრატებს პასუხობს. რესპუბლიკურმა პარტიამ დავით უსუფაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე თავისუფალი დემოკრატების საპასუხო განცხადება გაავრცელა.

„საჯარო მომართვის პასუხად გვინდა, საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა თავისუფალ დემოკრატებს, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების – მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც…). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები,“ – წერია განცხადებაში.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკურ პარტიას მოლაპარაკებებს სთავაზობენ.

პარტიის განცხადება ირაკლი ალასანიას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრის მოვლენებიდან 8 წელი გავიდა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” შექმნილ ვითარებაზე მსჯელობისთვის რესპუბლიკელებს მოლაპარაკებებს სთავაზობენ