“თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი” – მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე

ე.წ. ციანიდის საქმე და წმინდა სინოდის ორწლიანი დუმილი – ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართველი ერი სიმართლის დადგენას აუცილებლად მოითხოვს:

„როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.

როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდათო და ხალხის არა რცხვენოდათო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები მათ შორის საპატრიარქოში , სასულიერო პირების, თუ ერისკაცების სახით,რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს,“-ამბობს მეუფე პეტრე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აქციებს იწყებს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მიქიაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატია„თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება“ – ირაკლი კობახიძე