თამაზ ხუბუა – ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი გაუსაძლის პირობებს ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში არის ენერგოკრიზისი და ელექტროენერგიის სრულად მიწოდება არ ხდება.

„ეს დაკავშირებულია ჯვრის წყალსაცავის დონის კლებასთან და ცივი ამინდის პირობებში, მოხმარება გაიზარდა. კრიზისი შექმნილია. რა არის გამოსავალი, საჭიროა სხვა დამატებითი წყარო მოიძებნოს. ელექტროენერგიის მისაღებად, საქართველოში დღეის მდგომარეობით ენგურჰესი რასაც გამოიმუშავებს, ეს მთლიანად მიეწოდება აფხაზეთს, ამიტომ საქართველოს დამატებითი რესურსები არ აქვს, თუმცა საქართველო სწორად აკეთებს, რომ ეს რესურსი მთლიანად ხმარდება იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. არის მცდელობა, მოსკოვიდან ჩამოვიდა მინისტრი კოშინი, შეხვდა ეკონომიკის მინისტრ ადგურ არძინბას და ისინი საუბრობენ იმ შეთანხმებებზე და რეგულაციებზე, რაც შეიძლება, რუსეთმა მიაქციოს ამ კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით აფხაზეთის ტერიტორიას. ცენტრალურ ხელისუფლებას სწორი პოზიციები აქვს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, როგორც აქამდე ხდებოდა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა ღონე გაატარონ, რადგან რაც დღეს ენგურჰესიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია მიდის, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების კეთილი ნება. ჩვენ, გარდა იმისა, რომ მადლობა გვეკუთვნის ამ საკითხებში, სხვა საკითხებში თავს ვერ დავიდანაშაულებთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, ვიღებთ ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ქართველებიც, აფხაზებიც და რუსებიც. ელექტროენერგიის დეფიციტი იქ ძალიან გაუსაძლის პირობებს ქმნის. ჩვენი კეთილი ნება რომ არ იყოს, ელექტროენერგიის გენერაცია არ მოხდება, რადგან წყალსაცავი და წყალი საქართველოს მხარეზეა და აგრეგატები არის ოკუპირებული ტერიტორიების მხარეზე“, – განაცხადა თამაზ ხუბუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურზე დაკვირვება ხორციელდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა