თამარ კორძაია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრვლესობის დეპუტატი თამარ კორძაია,სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრების დასაქმებაზე ,,პოსტს” აქვეყნებს

,,მინდა სოციალურ სივრცეშიც გავავრცელო ჩემი ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ინფორმაცია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ თვლასაზრისით დასმული შეკითხვები არის ლეგიტიმური და ვალდებული ვარ პასუხი გავცე:
1. ჩემი მეუღლე, ზაზა მენდაბდე, მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, წოდებით ჯერ კიდევ იმ დროს იყო ვიცე პოლკოვნილი, (ანუ წოდება მიენიჭა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე), პასუხისმგებელი მორიგე არ ნიშნავს ტელეფონის ზარებზე პასუხის გაცემას, ეს ნიშნავდა მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტების უსაფრთხოებაზე პასხისმგებლობას და ამ პროცესის ხელმძღვანელობას.
2. 2013 წლის დასაწყისში ის გადმოვიდა თბილისში სამუშაოდ რადგან 2010 წლიდან ჩვენი თანაცხოვრების 2 წლის გასვლის შემდეგ შევძელით რეალურად ერთად ცხოვრება, რადგან ორი წელი ის მუშაობდა ბათუმში და მე თბილისში. ის გადამოვიდა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსად.
3. მე პარლამენტის წევრი გავხდი 2013 წლის 17 მაისს, შესაბამისად, ის სამსახურში გადმოვიდა მანამ, სანამ მე გავხდებოდი პარლამენტის წევრი”
4. ამჟამად, ის მუშაობს შპს “სინათლის ქალაქის” მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე”_ წერს სოციალურ ქსელში თამარ კორძაია

banner
წინა სტატიაში“2017 წელს ჩვენ გვექნება მარაბდა–კარწახის ოპერირებადი რკინიგზა”
შემდეგი სტატიაცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა