ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა

ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” უკვე გამოიყენა ქიმიური იარაღი და მას იარაღის დამზადების საშუალებებიც გააჩნია – ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა ჯონ ბრენანმა ტელეარხ CBS-თან განაცხადა, რომლის სიტყვებს ბრიტანული “სანი” ციტირებს.
“დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, როცა ბრძოლის ველზე ისლამურმა სახელმწიფომ გამოიყენა ქიმიური იარაღი” – განაცხადა ბრენანმა.
10 თებერვალს მსგავსი განცხადებით გამოვიდა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი: “ჩვენ ბევრი შეტყობინება მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყსა და სირიაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი” – განაცხადა მან.
კლეპელის თქმით, 2014 წლის აგვისტოში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოძიებისას დადგინდა, რომ “მინიმუმ ორმა ადამიანმა მიიღო დაზიანება”.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიასირიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სოფელ ყარაჯალას მკვიდრია