თამარ კორძაია: ჩვენგან ელიან სოლიდარობას. და როგორ გამოვხატავთ ამ სოლიდარობას?

„დღეს 2022 წელია და პუტინი და რუსეთი ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაულს, ისევ ხოცავს ბავშვებს, ისევ ხოცავს ქალებს, ისევ ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, და რატომ ბედავს ის ამას? იმიტომ, რომ ვიღაცეებს ეშინიათ, იმიტომ, რომ ვიღაცეები თვლიან რომ დღეს ჩვენ არ უნდა შეგვეხოს, იმიტომ, რომ გონივრული პოლიტიკა არის ის, რომ რახან უკრაინას დაარტყა და უკრაინაში ხდება, საქართველოს არ ურტყავს, ჩვენ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, რომ ჩვენ არ დაგვარტყას. ის შიში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, პრემიერის ტექსტში მიუხედავად მისი ხმამაღალი საუბრისა, კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პრეზიდენტიც თქვენი არჩეულია, რომელმაც თქვა ძალიან გარკვევით და მარტივად, რომ ჩვენგან ბევრს არაფერს არ ელოდება არც ევროპა, არც ნატო, არც არავინ, ჩვენგან ელიან სოლიდარობას. და როგორ გამოვხატავთ ამ სოლიდარობას? ისიც ხომ თქვენი არჩეულია, მაგრამ რატომღაც ის სხვა სიტყვებით ლაპარაკობს და სხვა ტექსტებით გამოხატავს ამ მზაობას.

ჩვენგან არაფერს ითხოვენ გარდა იმისა არ ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ. არა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი პატარები რომ მარტო საკუთარ ინტერესებზე ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინელებზე, რომლებზეც გადის არა მხოლოდ ჩვენი მშვიდობა, მშვენივრად თქვა ქალბატონმა მაკამ, ევროპული უსაფრთხოება გადის, მაგრამ ამაზე უნდა ;ლაპარაკობდეს საქართველოს პრემიერი უფრო თამამადა და არ უნდა გვიხსნიდეს, რამდენი ფული შემოდის რუსეთიდან საქართველოში. როგორ შემოვა რუსეთიდან ეს ფული, როდესაც რუსეთს მსოფლიომ ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რუსეთს გადაუკეტეს ყველაფერი და ჩვენ პრემიერს კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთიდან კიდევ შემოვა თანხა.

ამიტომ არის რომ ჩვენ გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რომ ჩვენი სოლიდარობა არ არის საკმარისი, თორემ თქვენ თითოეულმა რაც ბრძანეთ არის ძალიან კარგი. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკურად შეშინებულად არ გამოვიყურებოდეთ ჩვენი პრემიერ მინისტრის დამსახურებით მსოფლიოს წინაშე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციას: მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ ამ ქვეყანას
შემდეგი სტატიახაჯიშვილი: ჩვენ აუცილებლად უნდა შევუერთდეთ ევროკავშირის სანქციებს