თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, სამსახურის დატოვება რამდენ ადამიანს მოუწევს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, სამსახურის დატოვება რამდენ ადამიანს მოუწევს.

„დეტალები იმის თაობაზე, სამინისტროების გაერთიანება რა საკადრო შემცირებებს, ან ცვლილებებს გამოიწვევს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბუნებრივია, უწყებების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მინიმალური რესურსით მაქსიმალური შედეგი იქნას მიღწეული და ბუნებრივია, რომ ადამიანების რაღაც რაოდენობისთვის ეს შეიძლება მტკივნეული იყოს და მესმის, მაგრამ როცა ბიუროკრატიის შემცირებაზე ვსაუბროთ, სხვანაირად ამ ხარჯების შემცირება ვერ მოხდება“, – დასძენს ჩუგოშვილი.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე : მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება
შემდეგი სტატია“ეს ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო ახლოს დისტანციიდან გააკონტროლებს ყველა საკვანძო უწყებას”- სამადაშვილი