ტესტი სწორედ ის არის, თუ როდის და რა მომენტში ხდება, ეს ყველასთავის აღიქმება როგორც შურისძიების აქტი ოპოზიციის მიმართ – წერეთელი დაფინასების შეწყვეტაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქართული ოცნების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება, საბიუჯეტო დაფინასების იმ პარტიებისათვის შეწყვეტაზე, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა საკანონმდებლო ორგანოს.
წერეთელის თქმით, საბიუჯეტო დაფინანსების და ამ სისტემის მოდერნიზება დებატების საგანია, თუმცა კონკრეტულ კონტექსტში, ამას აქვს მხოლოდ ერთი აღქმა, რომ ეს არის შურისძიების აქტი ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, ვინც უარი განაცხადა არჩევნების შემდეგ ადგილი დაეკავებინა პარლამენტში.
„პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, აღქმა არის ერთი, რომ ეს არის პრაქტიკულად სადამსჯელო ღონისძიება ამ კონკრეტულ კონტექსტში, იმ მომენტში, როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და ეხლა დაიწყო საუბარი ამ ცვლილებებზე.
თავისთავად, სისტემის მოდერნიზება რათქმაუნდა შესაძლებელია და ეს შეიძლება იყოს დებატების საგანი ზოგადად, მაგრამ ტესტი სწორედ ეს არის, თუ როდის ხდება და რა მომენტში ხდება, ის რომ ვენეციის კომისიას ეს გაეგზავნა, ეს ერთი საკითხია, ამაში რათქმაუნდა, ცუდს ვერაფერ ვერ ვხედავ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დებატების ნაწილი სამომავლოდ, თუ როგორ უნდა მოეწყოს სისტემა, თუკი იქნება გათვალისწინებული მსგავსი პრეცენდენტები.
ახლა, ეს ყველასთავის აღიქმება როგორც შურისძიების აქტი ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, ვინც უარი განაცხადა არჩევნების შემდეგ დაეკავებინა ადგილი პარლამენტში.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიიმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს – ბოკერია
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებას “ლელოს” ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემია ასე მძიმედ არ დააწვებოდა ქვეყანას